კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს რუსეთის ეკონომიკის სრული იზოლაციისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, რუსეთში გადარიცხული ფული იმ არმიას აფინანსებს, რომელიც უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას უსწორდება.
„ყოველი ევრო, ყოველი ცენტი, რომელსაც რუსეთიდან იღებთ, ან აგზავნით, სისხლიანია. ეს არის სისხლიანი ფული და ეს უკრაინაში დაღვრილი სისხლია, უკრაინელი ხალხის სისხლი“, - ამბობს ვიტალი კლიჩკო.
კიევის მერი ასევე შეეხო ბუჩაში რუსი ოკუპანტების ქმედებებსა და „უკრაინელთა გენოციდის“ საკითხს.
„მე ვნახე დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის მოხუცი ქალი, მანქანა თეთრი დროშით, რომელსაც გარედან "ბავშვები" ეწერა. მანქანა შიგნით სისხლიანი იყო“, - თქვა კლიჩკომ.
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

ასევე წაიკითხეთ:
ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს
სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას