ავსტრალიის, მონაშის უნივერსიტესტის კვლევის თანახმად, კორონავირუსზე იმუნინტეტი ადამიანებში რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება. ინფორმაციას ND TV ავრცელებს.
მკვლევრებმა, 25 კოვიდადებითი პაციენტისგან შემდგარი ჯგუფი დააკომპლექტეს. კვლევამ აჩვენა, რომ ანტისხეულები პაციენტებში მეოცე დღიდან გაქრა, ხოლო ყველა პაციენტში შენარჩუნდა უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელია ვირუსის ამოცნობასა და რეინფიცირების პრევენციაზე.
„ეს შედეგები მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ კოვიდინფიცირებული ინარჩუნებენ იმუნიტეტს“, - ამბობს კვლევის თანაავტორი, მენა ვან სელმი, მონაშის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის განყოფილებიდან.