ზელენსკი: სად არის მშვიდობა? სად არის ის გარანტიები, რომელიც გაერომ უნდა მოგვცეს?

სად არის მშვიდობა? სად არის ის გარანტიები, რომელიც გაერომ უნდა მოგვცეს? რუსეთის ქმედებები უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველა დროის ყველაზე საშინელი ომის დანაშაულებია, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელინსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოფორმატის რეჟიმში ჩართვისას განაცხადა. 

ზელინსკის განცხდებით, რუსი ოკუპანტები განზრახ აფეთქებენ თავშესაფრებს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები საჰაერო თავდასხმებს თავს აფარებენ.

„ისინი შეგნებულად ქმნიან დროებით პირობებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპოს. ბუჩას ხოცვა-ჟლეტა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რასაც რუსული ძალები უკრაინაში ბოლო 41 დღის განმავლობაში აკეთებდნენ.

როგორ ფიქრობთ, დასრულდა საერთაშორისო სამართლის დრო? თუ თქვენი პასუხი არის არა, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. გაეროს წესდება სასწრაფოდ უნდა აღდგეს, სისტემის რეფორმაციაა საჭირო, რათა ვეტო არ იყოს სიკვდილის უფლება. გეოგრაფიული არეალი შესაძლოა მრავალგვარი და განსხვავებული იყოს, მაგრამ ის, რაც ერთგვარია, რუსეთის სისასტიკეა. იგივეა ჩადენილი დანაშაულებიც და პასუხისმგებლობაც უნდა იყოს გარდაუვალი“, - აღნოშნა ზელენსკიმ. 

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები დაადანაშაულებენ ყველას, რათა გაამართლონ თავიანთი ქმედებები.

„ისინი იტყვიან, რომ არსებობს სხვადასხვა ვერსიები, შეუძლებელია დადგინდეს, რომელია ამ ვერსიებიდან სიმართლე. ისინი იმასაც იტყვიან, რომ ცხედრები სავარაუდოდ გადაყარეს და ვიდეოები დადგმულია, თუმცა ახლა 2022 წელია. ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულებები, არსებობს სატელიტური ფოტოები, რომლებიც მომხდარს ასახავს, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ სრული და გამჭვირვალე გამოძიება“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს წევრებს, ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და სამხედრო დამნაშავეებად გასამართლდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ის წევრები, რომლებმაც გასცეს განკარგულება და შეასრულეს ბრძანება უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად ისე, როგორც ეს ნიურნბერგის პროცესის დროს მოხდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ: 

ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

ზელენსკი გაეროს: მზად ხართ, დაიხუროთ? თუ არა, სწრაფად უნდა იმოქმედოთ