გიორგი გახარია: კარასინი-აბაშიძის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს

„სარგებელი მოაქვს თუ არ მოაქვს ეს ისეთი საკითხია, მაგრამ თავისი თავი არ ამოუწურავს“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის კითხვას, „კარასინი-აბაშიძის ფორმატის გადახედვასთან დაკავშირებით“.

გახარიას თქმით, ამ ფორმატზე უარის თქმა არასწორი იქნება და ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

„სარგებელი მოაქვს თუ არ მოაქვს ეს ისეთი საკითხია“, მაგრამ თავისი თავი არ ამოუწურავს, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი, პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილლველად.

ეს არხი ცალმხრივიც რომ იყოს, ამ არხზე უარის თქმა, ვფიქრობ, არ არის სწორი. ეს არხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. განსაკუთებით კი ჰუმანიტარული და ეკონომუკირუ განზომილების კუთხით“, - აღნშნა გიორგი გახარიამ.

„რა სარგებლობა მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ხომ არ ამოწურა ამ ფორმატმა თავისი თავი“, - ამ შეკითხვით ნიკოლოზ სამაძრაძემ დღეს პრემიერ მინისტრობის კანდიდატს შემდეგი კითხვით მიმართა.