საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის ვებგვერდზე 4 აპრილს გამოქვეყნებული მასალა ევროპარლამენტის პროდუქტი არ არის და მასში მოყვანილი დასკვნები მხოლოდ მათ ავტორებს ეკუთვნით.
„ეს არის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში, რომ ევროპარლამენტარებს დაეხმარონ დასკვნების გაკეთებაში, სიტუაციის შეფასებაში. რაც შეეხება ყველა იმ საკითხს, რომელსაც ანგარიში ეხება, იქნება ეს პოლარიზაცია პოლიტიკურ თუ მედია სივრცეში, მართლმსაჯულება, არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეს საკითხები წამოწეული იყო, როგორც ბრიუსელის მხრიდან, ასევე პირადად ჩემს განცხადებებშიც. ამ საკითხებზე ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ასევე დისკუსიებს საქართველოს მთავრობასთან, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს, გაგრძელდეს. კომისია მალე გამოიტანს დასკვნას ამ განაცხადთან დაკავშირებით. მოკლედ, პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ჰარცელმა.
ასევე წაიკითხეთ: