მმართველობით დონეზე, ქალებს სრული მხარდაჭერა გაქვთ - ასე გამოეხმაურა პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია ქალების სხვადასხვა სფეროში ჩართულობას, ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.
„ვიცი, რომ ფერმერთა ასოციაციას ქალი ხელმძღვანელობს, სოფლის მეურნეობის კიმიტეტის ხელმძღვანელიც ქალია და ასე შემდეგ. ამიტომ, მმართველობით დონეზე, როგორც ხედავთ, ქალებს სრული მხარდაჭერა გაქვთ.
ახლა ბურთი თქვენია, სპეციალური პროგრამებია და თუ არ არის, წამოაყენეთ ინიციატივები და დაგეხმარებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.