აშშ: გავანადგურეთ რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მომუშავე ბოტების ქსელი უკრაინაში

დღეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა განაცახდა, რომ უკრაინაში რუსების სპეცსამსახურების სასარგებლოდ მომუშავე ბოტების ქსელი გაანადგურა. ინფორმაცია უწყების ვებგვერზეა ხელმისაწვდომი. 

ბოტების გამოვლენის ოპერაციაში ჩართული იყო აშშ-ის ფედერალური ბიურო. 

სანქცირებული ოპრეაცია ბოტების ქსელის წინააღმდეგ 2022 წლის მარტში ჩატარდა. გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ბოტების ქსელს კავშირი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბთან და დაზვერვის მთავარი სამმართველოსთან. 

ოპერაციის მსვლელობისას განადგურდა ინტერნეტთან დაკავშირებული ბრაუზერები, რომლებსაც Sandworm იყენებდა ქვემდებარე ბოტნეტის მართვისა და კონტროლისთვის.