ახალი შემზღუდავი ზომების თანახმად, ლონდონი რუსეთის ეკონომიკაში ახალი ინვესტიციების განხორციელებას კრძალავს და ბანკების გარდა 8 ოლიგარქს სანქციებს უწესებს.
სანქციების პაკეტი ასევე მოიცავს ნავთობგადამამუშავებელი აღჭურვილობის რუსეთში ექსპორტისა და რუსეთის ფედერაციიდან ფოლადის პროდუქტების იმპორტის აკრძალვას.
გარდა ამისა, სანქცეიბი უწესდება რუსეთის უმსხვილეს ბანკ "სბერბანკს" და მოსკოვის საკრედიტო ბანკს.
ამავდროულად, გაფართოვდა ლონდონის მიერ სანქცირებულ რუსეთის მოქალაქეთა სია და დაემატა 8 ფიზიკური პირი (ოლიგარქი):
სერგეი ივანოვი "ალროსა";
ანდრეი აკიმოვი "გაზპრომბანკი";
ალექსანდრე დიუკოვი "გაზპრომნეფტი";
სერგეი კოგოგინი "კამაზი",
ანდრეი გურიევი "ფოსაგრო";
ვიაჩესლავ კანტორი "აკრონი";
ლეონიდ მიხელსონი "ნოვატეკი";
ბორის როტენბერგი „გაზპრომნეფტი“;
ამასთან, ბრიტანეთი აცხადებს, რომ რუსეთიდან ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტს.
5 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
WSJ: აშშ-ს ახალი სანქციების პაკეტში რუსული „სბერბანკი“ მოხვდა
აშშ-მ რუსული ელიტის წევრებსა და პუტინის შვილებს, ახალი სანქციები დაუწესა