WSJ: აშშ-ს ახალი სანქციების პაკეტში რუსული „სბერბანკი“ მოხვდა

აშშ-ის ახალი სანქციების პაკეტში რუსეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი „სბერბანკი“ მოხვდა. ცნობილია, რომ ევროკავშირი ამ ბანკის სანქციების ქვეშ მოქცევაზე ამ დრომდე თავს იკავებდა.  ამის შესახებ WSJ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტში აკრძალვები ვრცელდება რუსეთში განსახორციელებელ ახალ ინვესტიციებზე და მსხვილ ბანკებში არსებულ უცხოურ აქტივებზე. 

ძირითადად სანქციები შეეხებათ რუსეთის მსხვილ ბანკებს, მათ შორის იგეგმებას „სბერბანკის“ აქტივების გაყინვა. 

სანქციების ახალ პაკეტში ჩართული იქნება „ვითიბი ბანკი“ და სახელმწიფო ორგანიზაციები, რომელთა მიმართაც სანქციები ადრეც ამოქმედდა. ახლა კი ზეწოლა გაძლიერდება. 

ასევე აშშ-ის სანქციები გავრცელდება რუსეთის ოფიცილურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე. 

5 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. 

ასევე წაიკითხეთ 

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა 

აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს

ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი  

ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა

საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა 

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება

Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს 

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის  

ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავე