ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში რუსული „სბერბანკის“ ხელმძღვანელ გერმან გრეფსა და „ალუმინის“ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ამატებს.
ამასთან სიაში მოხვდება რუსეთის ელექტრონული კომერციული პლატფორმის Ozon-ის მფლობელი ალექსანდრე შულგინი. ასევე ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბორის როტენბერგი და ოქროს მომპოვებელი კომპანიის „პოლუსის“ მფლობელი საიდ ქერიმოვი.
სანქცირებულთა სიაშია „სურგიტნეფტგაზის“ გენერალური დირექტორი ვლადიმერ ბოგდანოვი, რომელის საწარმოც რუსეთის ნავთობის ბაზარზე მესამეა და მასზე მოპოვებული ნავთობის 10% მოდის.
თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციების ახალ პაკეტს მხარს დაუჭერენ, მაშინ ამ პირებს აქტივებს გაუყინავენ და ევროკავშირში შესვლას აუკრძალავენ. საგულისხმოა, რომ სია არაა საბოლოო და მის დამტკიცებამდე შესაძლოა კიდევ შეიცვალოს.
ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუსეთის პრეზიდენტის ორ შვილს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ Forbes სააგენტო Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.
5 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
მედია: ბუჩას მოვლენების შემდეგ პუტინის ორ შვილს ევროკავშირის სანქციები ემუქრება
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა
აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის