იენს სტოლტენბერგი: ყოველდღიურად წინ ვუდგებით რუსულ აგრესიას, ახლა მოკავშირეები უზრუნველყოფენ უკრაინელების აღჭურვილობას

ყოველდღიურად წინ ვუდგებით რუსულ აგრესიას, ახლა მოკავშირეები უზრუნველყოფენ უკრაინელების აღჭურვილობას, რათა დაიცვათ ყველა სუვერენული ქვეყნის უფლება დაიცვას საკუთარი თავი, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ყოველდღიურად წინ უდგებით რუსულ აგრესიას, ახლა მოკავშირეები უზრუნველყოფენ უკრაინელების აღჭურვილობას, რათა დაიცვათ ყველა სუვერენული ქვეყნის უფლება დაიცვას საკუთარი თავი, როგორც ეს გაეროს ქარტიაშია წერია. აუცილებელია უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა. შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების და სხვა მრავალი სახის დახმარების საჭიროებას. ნატო ამარაგებს უკრაინას იარაღით, მაგრამ ნატო არ აგზავნის უკრაინაში ჯარისკაცებს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია, ის უკრაინას არ გასცდეს, არ იყოს უფრო სასტიკი, სახიფათო და დამანგრეველი. ამიტომ დახმარებასთან ერთად ვმუშაობთ, კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის აღკვეთაზე“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს

ასევე წაიკითხეთ:

ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით

ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.

ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას