სერბეთის პრემიერი ანა ბრნაბიჩი პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა ევროპაში, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNtech-ის ვაქცინა გაიკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„პატივი მაქვს, ვიყო პირველი პრემიერ-მინისტრი ევროპაში, რომელსაც ვაქცინაცია გაუკეთეს. ვაქცინაცია ამ ბრძოლაში გადადგმული უდიდესი ნაბიჯია", - ანა ბრნაბიჩი Twitter-ზე წერს.
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ და ევროკომისიამ Pfizer/BioNtech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია რამდენიმე დღის წინ მიანიჭეს.