აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერებას მიესალმება.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„მე აპლოდისმენტებით ვხვდები ხმების უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გააძევეს. ეს საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კვლავაც აჩვენებს, რომ პუტინის ომმა რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებულ, განდევნილ ქვეყნად აქცია“, – ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე.
ასევე წაიკითხეთ: