დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას გმობს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. ის განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს.
„მკაცრად ვგმობ დღეს დილით რუსეთის მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ განურჩეველ თავდასხმას, რის შედეგადაც მოკლულია ათობით ადამიანი და კიდევ უფრო მეტი დაშავებულია. ეს არის მორიგი მცდელობა, გაქცევის გზები გადაუკეტონ მათ, ვინც გაურბის გაუმართლებელ ომს და ადამიანების ტანჯვა გამოიწვიონ“, – წერს ბორელი.
გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრიი მელნიკმა გერმანიის მთავრობა უკრაინის გაუბედავ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთზე გერმანიის სამარცხვინო ენერგეტიკული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა.
ასევე წაიკითხეთ:
ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს
ასევე წაიკითხეთ:
ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით
ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.
ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ასევე წაიკითხეთ: