რუსი მხეცები არ ამბობენ უარს თავიანთ მეთოდებზე. რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო კომპლექს „ტოჩკა უ-დან“ განახორციელეს დარტყმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, სადაც ათასობით ადამიანი ევაკუაციას ელოდებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს.
„ოკუპანტებმა „ტოჩკა უ-თი“ დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური, სადაც ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი იმყოფებოდა. 30-მდე დაღუპული, 100-მდე ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით. პოლიცია და მაშველები ადგილზე არიან. რუსი მხეცები არ ამბობენ უარს თავიანთ მეთოდებზე, რადგან მათ არ ჰყოფნით ძალა და გამბედაობა, რომ წინააღმდეგობა გაგვიწიონ ბრძოლის ველზე, ისინი ცინიკურად ანადგურებენ სამოქალაქო მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც ზღვარი არ აქვს. თუ ის არ დაისჯება, ის არასდროს გაჩერდება“, – წერს ზელენსკი.
ასევე წაიკითხეთ:
ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს
ასევე წაიკითხეთ:
ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით
ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.
ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ასევე წაიკითხეთ: