ჩვენ გვჭირდება ეფექტური, ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ისეთი სანქციების კოქტეილი, რომელიც დაგვამახსოვრდება, როგორც მოლოტოვის კოქტეილები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტში ვიდეოფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება იარაღი, რომელიც ევროკავშირში თქვენს პარტნიორებს აქვთ... დაჟინებით მოითხოვეთ... მთლიანად უნდა გაწყდეს ეკონომიკური კავშირი ამ სახელმწიფოსთან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, ევროკავშირმა დღეს სანქციების მე-5 პაკეტი მიიღო.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. რას ითვალისწინებს მე-5 პაკეტი