მეათე მოწვევის პარლამენტმა გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მხარი 85 დეპუტატმა დაუჭირა.
გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი იქნება - იუსტიციის სამინისტროს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაიბარებს. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელებად პარლამენტმა შემდეგი კანდიდატები დაამტკიცა:
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი;შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა;საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე;შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.