მილიარდერი ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების პირველი კერძო ეკიპაჟი გაუშვა. მოგზაურობა 10 დღეს გაგრძელდება. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ეკიპაჟი 4 ადამიანისგან შედგება: ყოფილი კოსმონავტი მაიკლ ლოპეს-ალეგრია, და კიდევ 3 ფინანსისტი აშშ-დან, კანადიდან და ისრაელიდან. თითოეულმა მათგანმა ბილეთში $55 მილიონი გადაიხადა. ინფორმაცია Bloomberg-ს Axiom-ის თანადამფუძნებელმა კიმ გაფარიანმა დაუდასტურა.
მოგზაურობის პროგრამა მოიცავს კომერციულ ღონისძიებებს, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებსა და სამზარეულოს, რომელიც ესპანელ-ამერიკელმა შეფ-მზარეულებმა შექმნეს და რესტორატორმა ხოსე ანდერსონმა.
ეკიპაჟს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელი და გერმანელი ასტრონავტები დახვდებიან. ასევე 3 რუსი კოსმონავტი, მიუხედავად იმისა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
Bloomberg წერს, რომ კოსმოსურ სადგურზე პირველი კერძო ეკიპაჟის გაგზავნა NASA-სთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის უკვე თანამშრომლობს Orbital Reef-სთან, Blue Origin Starlab-თან და Nanoracks-თან დედამიწასთან ახლოს მდებარე ორბიტაზე ინდუსტრიული პარკების შესაქმნელად, რათა კერძო კოსმოსური ფრენების რაოდენობა გაზარდოს.