რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს საბჭოთა კავშირის აღდგენას. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ბიბილოვმა აღიარა, რომ "1930-იან წლებში სერიოზული ექსცესები" იყო, მაგრამ, მისი განმარტებით, საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ "მისი მოქალაქეებისთვის", არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
"ეჭვგარეშეა, რომ მე მის აღდგენას მხარს დავუჭერ. მადლობა ღმერთს, რომ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი. მე ვხედავდი ერთმანეთის მიმართ მაშინდელ დამოკიდებულებას, მაშინ ეროვნებებს არ განვარჩევდით. ვცხოვრობდით, როგორც ერთი დიდი ოჯახი". - თქვა ბიბილოვმა.
ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.