უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მესამედ გაცვალეს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაპირისპირებულმა მხარეებმა ტყვეები მესამედ გაცვალეს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. 

„პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს გამნხორციელდა ტყვეების მესამედ გაცვლა. სახლში დაბრუნდა ჩვენი 12 სამხედრო, რომელთაგანაც ერთი ოფიცერი ქალია“,- განაცხადა ვერეშჩუკმა. 

მისი თქმით ასევე გაათავისუფლეს 14 სამოქალაქო პირი, აქედან 9 ქალია. ჯამში უკრაინულ მხარეს 26 ტყვე გადმოეცა.

მანამდე მხარეებმა ტყვეები 23 მარტს და 1-ელ აპრილს გაცვალეს. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს