კარლ ჰარცელი: 1989 წელს საქართველო გმირულად წინ აღუდგა საბჭოთა შეიარაღებული ძალების სისასტიკეს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებას ავრცელებს.

„9 აპრილს საქართველო საბჭოთა მმართველობისგან გათავისუფლების დღეს აღნიშნავს. 1989 წელს საქართველო გმირულად წინ აღუდგა საბჭოთა შეიარაღებული ძალების სისასტიკეს. ქვეყანა ცრემლით ხვდება ამ დღეს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში.

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ასევე წაიკითხეთ

აშშ-ის საელჩო: რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა