იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქცევით იმედგაცრუებულია.
„არ შემიძლია და არ მსურს დამალვა, რომ იმედგაცრუებული ვარ ვლადიმერ პუტინის ქცევით, რომელმაც თავის თავზე უმძიმესი პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოს წინაშე. მე ის 20 წლის წინ გავიცანი. ის ყოველთვის საღი აზრის მატარებელი ადამიანი მეგონა, დემოკრატიის ადამიანი, მსოფლიოს ადამიანი“- აღნიშნა ბერლუსკონიმ.
ბერლუსკონიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას „ომის დანაშაულებისთვის“, რომელიც ბუჩაში ჩაიდინა და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე „დამნაშავეები სასამართლოს უნდა გადასცეს.“
85 წლის ბერლუსკონი სიტყვით გამოვიდა პარტიულ ღონისძიებაზე „წინ იტალია“.
სილვიო ბერლუსკონი და ვლადიმერ პუტინი მეგობრებად ითვლებოდნენ. ისინი ხშირად ხვდებოდნენ, მას შემდეგაც, რაც ბერლუსკონის სახელმწიფო თანამდებობა აღარ ეკავა. ბერლუსკონი რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის მიერთებას კანონიერად მიიჩნევდა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს
იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს
მედია: იტალიაში მილიარდერ ალექსეი მორდაშოვს €105 მილიონად შეფასებულ ქონებაზე წვდომა შეეზღუდა