უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით გერმანიის კანცლერს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამხედრო დანაშაულის ყველა ჩამდენი უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს. ასევე, განვიხილეთ ანტირუსული სანქციები და უკრაინის თავდაცვის დახმარების და ფინანსური მხარდაჭერის საკითხი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე წაიკითხეთ:
ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით