საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
France 24-ის ცნობით, ეგზიტპოლის მიხედვით, ემანუელ მაკრონს 28.5%-იანი მხარდაჭერა აქვს, მარინ ლე პენს ამომრჩეველთა 23.6%-მა დაუჭირა მხარი. 20,3% ულტრამემარცხენე კანდიდატმა ჟან-ლუკ მელენშონმა მიიღო.
17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 65% შეადგინა, რაც 2002 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება. საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს.