"ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციებსაც. ჯერჯერობით ზოგიერთი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეებში პირბადეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამას არ განვიხილავთ", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდვითარებას განსაზღვრავს.
„რამდენიმე კვირის წინაც ვთქვი, რომ ძალიან მალე იქნება ეს. ვიმედოვნებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასასრულს, როგორც წლების წინ გამოაცხადა პანდემიის დასაწყისი. დღეისთვის მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული ყველა პარამეტრი, კრიტერიუმი, რითაც იზომება პანდემია ქვეყანაში. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე საკმაოდ არის შემცირებული ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი. ვფიქრობ, ამ ტენდენციით, დასასრული შორს არ უნდა იყოს.