უკრაინის საზღვაო ქვეითები მარიუპოლიდან იტყობინებიან, რომ დღეს შესაძლოა, მათი „ბოლო ბრძოლა“ შედგეს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, გადამწვარ ქალაქში.
„დღეს სავარაუდოდ ბოლო ბრძოლა იქნება, რადგან რესურსები იწურება“, - ნათქვამია 36-ე ქვეითი ბრიგადის განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა. „ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეს სიკვდილია, დანარჩენებისთვის კი ტყვეობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა.
მარიუპოლი დონეცკისა და ლუგანსკის მხარეების აღმოსავლეთით და ანექსირებული ყირიმისგან სამხრეთით მდებარეობს. ქალაქის აღება რუსული არმიის მთავარი მიზანი იყო. რამდენიმე კვირის განმავლობაში მარიუპოლი იბომბებოდა უკრაინელების სასტიკი წინააღმდეგობის ფონზე. მარიუპოლი 47-ე დღეა რუსეთის არმიას წინააღმდეგობას უწევს.
1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.
მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს