იტალიაში რუს მილიარდერს ვილა დაუყადაღეს

იტალიის კუნძულ სარდინიაზე დაყადაღებულია ვილა, რომელიც რუს ოლიგარქს, დმიტრი მაზეპინს და მის ავტომბროლელ ვაჟს, ნიკიტას ეკუთვნით. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“-ი წერს იტალიის პოლიციაში ორ წყაროზე დაყრდნობით.

ამასთან, დაყადაღებული ვილა დაახლოებით 105 მილიონი ევრო ღირს.

ცნობისთვის, მამა-შვილი მაზეპინები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან.

ასევე წაიკითხეთ:

ბრიტანეთმა ბოსნიელი სერბების ორ ლიდერს სანქციები დაუწესა

ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას სანქციებით დაემუქრა