პოლონეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს და ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კაცი, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, აგროვებდა ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალებისა და NATO-ს ჯარების სამხედრო მზადყოფნის შესახებ“, - აღნიშნულია პოლონური მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.