ცნობილია, რომელ აეროპორტშია ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი

საერთაშორისო აეროპორტების საბჭომ (ACI World) 2021 წლის მაჩვენებლებით 10 აეროპორტი დაასახელა, სადაც მგზავრთნაკადი და ფრენების რაოდენობა ყველაზე მაღალია.

სტამბოლის აეროპორტი ამ სიაში მეორეა. აეროპორტი 2021 წელს 26,46 მილიონ ადამიანს მოემსახურა. პირველ ადგილზეა დუბაი 29,1 მილიონი მგზავრით.

მსოფლიოში ყველაზე გადატვირთულ აეროპორტებს შორის პირველია აშშ-ში ჰარსტფილდ-ჯექსონის აეროპორტი - მგზავრთნაკადი 75,7 მილიონი ადამიანი. მეორეა დალასის აეროპორტი, რომელიც 62,5 მილიონ ადამიანს მოემსახურა. მესამეა დენვერის აეროპორტი, სადაც 2021 წელს მგზავრთნაკადმა 58,8 მილიონი ადამიანი შეადგინა.

ანგარიშის თანახმად 10 ყველაზე მსხვილი აეროპორტიდან, სადაც ჭარბი მგზავრთნაკადია 8 აშშ-ია, ხოლო ორი ჩინეთში.