აშშ-ის მზარდი ინფლაციის ფონზე ოქრო ძვირდება

აშშ-ის მარტის ინფლაციის მონაცემის გასაჯაროების შემდეგ ოქროზე ფასის ზრდა დაფიქსირდა. ივნისის ფიუჩერსები ოქროზე 1,41%-ით გაძვირდა Comex-ზე ვაჭრობისას და ტრუას უნციას (მასის საზომი ერთეული, უდრის 31,1034768 გრამს) ფასმა $1975,7 შეადგინა. ბოლო ხუთ სესიაზე კვოტირება 2,5%-ითაა გაზრდილი.

„ოქროზე ყოველთვის მოქმედებს ფაქტორები, რომლებიც მაღალ ინფლაციას უკავშირდება. საპროცენტო განაკვეთი და დოლარის კურსიც კი ვერ აჩერებს ძვირფას მეტალებზე ფასის ზრდას“, - განაცხადა Libertas Wealth Management Group-ის ხელმძღვანელმა MarketWatch-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ვითარება მას შემდეგ შეიცვლება, რაც ჩინეთი „ნულოვანი მოთმინების“ პოლიტიკაზე უარს იტყვის და შეეგუება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის ინფექცია არსად არ წავა. მაშინ გადაიჭრება პროდუქციის მოწოდების პრობლემა, რომელიც ინფლაციის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია.

მაისის ფიუჩერსები ვერცხლზე 2,57%-ით გაძვირდა და უნციაზე $ 25,63 შეადგინა. აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მარტში წლიურ ჭრილში 8,5%-ით გაიზარდა, ეს 1981 წლის შემდეგ მაქსიმალური ტემპია.