შრი-ლანკის ფინანსთა სამინისტრომ შიდა ვალის გადახდა შეაჩერა და ინვესტორები დეფოლტის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
დეფოლტის გამოცხადების მიზეზია პოლიტიკური კრიზისი და სავალუტო რეზერვების შენარჩუნების სურვილი. შრი-ლანკის სავალუტო რეზერვები $2 მილიარდზე ცოტაა და ბოლო თვეში 16%-ით შემცირდა.
ქვეყანას სავალუტო რეზერვები პირველ რიგში საკვებისა და საწვავის საყიდლად სჭირდება. საგულისხმოა, რომ საკვები და საწვავი სწრაფი ტემპით ძვირდება უკრაინაში ომის გამო. ექსპერტების შეფასებით, შრი-ლანკაზე დეფოლტი მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეყანაში COVID-19-ის გამო მძიმე ეკონომიკური კრიზისია.
ქვეყანა ტურისტებიის გარეშეა დარჩენილი, რამაც სავალუტო ნაკადების შემოდინება შეაჩერა. შრი-ლანკაზე უკვე მეორე თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.