ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 063 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 აპრილის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 868 689 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 363 334 ადამიანი, 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 47.4%.სრულად ვაქცინირებულია 1 259 626 ადამიანი , 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 43.8%. „ბუსტერ დოზით“ აცრილია 242 504 მოქალაქე.
12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 168 (2.35%), სრულად აცრილია - 3 294 მოზარდი, რაც 1.86%-ს შეადგენს, 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 634 ადამიიანი, (15.58%) სრულად აცრილია 11 175 მოზარდი, რაც 13.78% არის.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.