აშშ ბრიტანეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს მოსთხოვს

შეერთებული შტატების მთავრობა მოითხოვს, რომ გაერთიანებული სამეფოდან ჩამოსულმა ყველა მგზავრმა ​კორონავირუსზე ჩატარებული ტესტზე უარყოფითი პასუხი წარადგინოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში, ახალი კორონავირუსის ​ვარიანტის გავრცელებას მოჰყვა, რის გამოც ბევრი ქვეყანა იძულებული გახდა, ბრიტანეთთან საზღვარი ჩაეკეტა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოდან ჩამოსული ავიაკომპანიის ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტზე უარტოფითი შედეგი, რათა ქვეყანაში შემოსვლის უფლება მიეცეთ. მათი თქმით, მგზავრებმა წერილობითი დოკუმენტი უნდა იქნონიონ თან, სადაც PCR ან ანტიგენის ტესტირების პასუხები იქნება მოცემული.

აშშ-მა და ევროპამ, ბრიტანეთში ფრენების დიდი რაოდენობა უკვე შეზღუდეს.

რა ვიცით კორონავირუსის ახალი ტიპის შესახებ, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.