ამ კვირის განმავლობაში, როცა ესპანეთში აღდგომის წინა ვნების კვირაა, უკრაინა ერქმევა სევილიის მხარეში მდებარე პატარა ქალაქს, ფუენტეს-დე-ანდალუსიას. უკრაინის საელჩო ესპანეთში სოციაკურ ქსელში წერს, რომ გადაწყვეტილება ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო.
საელჩოს ცნობითვე, ქალაქის მცხოვრებთა ინიციატივით, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, ზოგიერთ ქუჩას დროებით უწოდეს კიევის მარიუპოლის, ხარკოვის, ხერსონის და ოდესის სახელები.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.