მევლუთ ჩავუშოღლუ: თუ გაერო მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თურქეთი იძულებული იქნება, მათ შეუერთდეს

"თუ გაერო მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თურქეთი იძულებული იქნება, მათ შეუერთდეს", - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„თუ გაერო მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თურქეთი იძულებული იქნება, მათ შეუერთდეს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით ეს არარეალურია. ხშირად გვეკითხებიან, დავხურავთ თუ არა ცას - ჩვენ შუამავლის პოზიცია ავირჩიეთ, რომელიც სიტუაციის სტაბილიზაციაზეა გათვლილი“, - აცხადებს ჩავუშოღლუ.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ:

ანტონიო გუტერეში: ომისა და მისი შედეგებიდან ერთადერთი მდგრადი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა