ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება

ცნობილია, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც საქართველოდან უკრაინაში მიემგზავრება. დელეგაციას პრლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.

უკრაინაში, ვიზიტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ: მმართველი გუნდიდან - არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია, ოპოზიციიდან კი ლევან იოსელიანი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი და ანა ნაცვლიშვილი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ უკრაინაში წასვლაზე უარი თქვეს.


13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა. 

მანამდე უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა.

13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსლან სტეფანჩუკთან უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდა.

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ

შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია