კანადა პოლონეთში სამხედრო პერსონალს განათავსებს, რათა უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმაროს. ამის შესახებ Reuters-ი კანადის თავდაცვის მინისტრ, ანიტა ანანდის კომენტარზე დაყრდნობით წერს.
ამ მიზნით კანადა პოლონეთში 150 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის.
კანადის შეიარაღებული ძალების წევრები ასევე მხარს დაუჭერენ პოლონურ სამუშაო ჯგუფს ჰუმანიტარული დახმარებისთვის და უკრაინელებს კანადაში გადასახლებაში დაეხმარებიან.
ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა 4,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათგან ნახევარზე მეტი მეზობელ პოლონეთში წავიდა.