ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასია ის, რომლის განადგურება პირველ რიგში სურს რუსეთს

რუსეთის შემოჭრიდან 50 დღის განმავლობაში მათ აჩვენეს, რომ დონბასი მთავარი სამიზნეა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ომის 50-ე დღეც მძიმე იყო. დონბასია ის, რომლის განადგურება პირველ რიგში სურს რუსეთს. ისინი იძულებით იწვევენ ამ ტერიტორიების მცხოვრებლებს თავიანთ ჯარში. უშვებენ უმძიმეს ბრძოლებში, ფაქტობრივად, ჩვენი თავდაცვის ფრონტზე. ანადგურებენ დონბასის ქალაქებსა და სოფლებს. წვავენ ყველაფერს, რამაც რვა წელი გაუძლო ომს,”- აღნიშნა ზელენსკიმ.


შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.


ასევე წაიკითხეთ:

ემანუელ მაკრონი: ომის 50 დღის განმავლობაში საფრანგეთმა უკრაინის არმიას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ტექნიკა გადავეცით