უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 198 ბავშვი დაიღუპა, 355-ზე მეტი კი დაიჭრა. BBC-ის ცნობით, ამ მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, კიევისა და ხარკოვის ოლქებში დაშავდა. როგორც უწყება განმარტავს, დაღუპულებისა და დაჭრილების რიცხვი ჯერ კიდევ ზუსტდება.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.
ასევე წაიკითხეთ:
გაერო: უკრაინის 7,5 მილიონი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა