საქართველოში თურქეთის ელჩის თანამდებობაზე ფატმა ჯერენ იაზგანს ალი კაან ორბაი შეცვლის. ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ანკარამ ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც დაასახელა.
დანიშვნამდე ალი კაან ორბაი ავსტრიაში თურქეთის საელჩოს პირველ მდივნად მუშაობდა. ფატმა ჯერენ იაზგანი ელჩის პოზიციას 2017 წლიდან იკავებდა. ოფიციალურად, როდიდან შეუდგება მუშაობას ახალი ელჩი, ჯერ უცნობია.
ასევე წაიკითხეთ
Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთის ელჩთან