პოლიციამ 12 აპრილს ნიუ-იორკის მეტროს სადგურზე სროლაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავა. მას ბრალი ტერორიზმისთვის წარუდგინეს.
62 წლის ფრენკ ჯეიმსს პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. ბოლოს ის სატელეფონო ზარის მეშვეობით დააკავეს, რომელიც მანჰეტენზე, ისტ-ვილიჯის რაიონში მდებარე „მაკდონალდსის“ რესტორნის ტერიტორიიდან განახორციელა.
გამოცემა New York Times ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფრენკ ჯეიმსმა თავად დარეკა პოლიციაში და თქვა, რომ სამართალდამცველებს „მაკდონალდსის“ რესტორანში დაელოდებოდა. ფრენკ ჯეიმსი ნიუ-იორკის მეტროში მომხდარ ინციდენტში ერთად-ერთი ეჭვმიტანილია. ის მეტროს პლატფორმაზე შეიჭრა და 33 გასროლა განახორციელა, შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა.
ფრენკ ჯეიმსს სავარაუდოდ სამუდამო პატიმრობა ემუქრება. კაცი მანამდეც რამდენჯერმე მოხვდა პოლიციის თვალთახედვის არეალში ოჰაიოში, პენსილვანიაში, ნიუ-ჯერსისა და ვისკონსში.