"აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
„ჯო ბაიდენი ყველაფრისთვის მზად არის. ის მზად არის უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტს უკრაინაში არ ვაგზავნით. ჩვენ ის ქ გვჭირდება, რომ ბევრი რამ გააკეთოს“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.
ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი 13 აპრილს კიევში ჩავიდნენ.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.
ასევე წაიკითხეთ: