ჩრდილოეთ მაკედონიამ დიპლომატიური ნორმების დარღვევის გამო ექვსი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ ქვეყნის დატოვება უბრძანა, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 აპრილს.
„ეს პირები ახორციელებდნენ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და მათ მოუწევთ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის დატოვება მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ეს ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების მეორე შემთხვევაა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 2022 წლის მარტში, ხუთ რუს დიპლომატს დაატოვებინეს ჩრდილოეთი მაკედონია, როგორც სკოპიემ უწოდა, დიპლომატისთვის "შეუფერებელი" საქმიანობის გამო.
ანალოგიური ზომები მიიღეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც. აპრილის დასაწყისში რამდენიმე ათეული რუსი დიპლომატი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, დანიიდან და შვედეთიდან გააძევეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა. 7 მარტს, რუსეთმა მაკედონია „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა.
ასევე წაიკითხეთ
მედია: საფრანგეთმა 30-მდე რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა
რუმინეთმა და სლოვენიამ რუსი დიპლომატები გააძევეს
გერმანიამ რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შესახებ განაცხადა