მედია: ინდოეთში რუსული S-400 ტიპის რაკეტების პარტია ჩავიდა, თუმცა რუსები სანქციების გამო, მიწოდების საფასურს ვერ იხდიან

ინდოეთში რუსული S-400 ტიპის რაკეტების პარტია ჩავიდა. India Today წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ S-400 რაკეტების ძირითადი ნაწილი ამჟამად ექსპლუატაციაშია. წყაროები ამბობენ, რომ სამხედროები აგროვებენ სათადარიგო ნაწილებსა და აღჭურვილობას, რომლებიც საჭიროა ფლოტის ფუნქციონირებისთვის. თუმცა, უახლოეს მომავალში შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ, რადგან რუსები საბანკო სისტემის შეზღუდვებისა და სანქციების გამო, მიწოდების საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ.

იმავდროულად, ინდოეთის მთავრობა აქტიურად ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს და ამ მიმართულებით ძალისხმევას რეგულარულად მიმართავს.