ელენე ხოშტარია: პარლამენტმა ხელფასი ჩამირიცხა... წამებში მიიღეს უკან

პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერია, რომ მას პარლამენტის წევრობის ხელფასი ჩაერიცხა, მაგრამ თანხა უკან გადარიცხა.

"პარლამენტმა არ ვიმჩნევთ რომ არ ხართო და ჩარიცხეს ხელფასი, რა მაგარი მოიფიქრეს:-) წამებში მიიღეს უკან" - წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წევრების უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად, 31 ოქტომბრის არჩევნებზე მოპოვენულ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა და პარლამენტში არ შევიდა.