სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ ჰააგაში, Invictus Games-ის გახსნის ღონისძიებაზე, უკრაინელი მოასპარეზეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ მსოფლიო გაერთიანებულია უკრაინის გარშემო.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. მსოფლიო გაერთიანებულია თქვენ გარშემო და მაინც, თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ. თქვენ განაცხადეთ, რომ შემოუერთდით ამ გლობალურ სცენას შემოუერთდით არა უბრალოდ იმისთვის, რომ თქვენი ძალა გეჩვენებინათ, არამედ, გეთქვათ სიმართლე იმის შესახებ, რაც ხდება თქვენს ქვეყანაში“, - მიმართა პრინცმა ჰარიმ უკრაინელებს.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.