ზურაბ აზარაშვილი: სამწუხაროდ, ყოველდღიურად აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა

სამწუხაროდ, ყოველდღიურად აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას იმუნიზაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

“სამწუხაროდ, ყოველდღიურად აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების ფართო არჩევანი გვაქვს, ახალი „ფაიზერის“ მოლოდინი იყო და ჩამოვიტანეთ, აცრის მაჩვენებელი ყოველდღე რამდენიმე ასეულია. ვფიქრობ, კიდევ მეტი საკომუნიკაციო კამპანიაა საჭირო, კიდევ უფრო მეტად რომ გააქტიურდეს. როგორც ვნახეთ, ვაქცინა ნამდვილად იცავს ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევებისგან. საკომუნიკაციო კამპანიას ვამუშავებთ და მომდევნო თვიდან დავიწყებთ“, - აღნიშნავს მინისტრი.


ასევე წაიკითხეთ:

საქართველოში კოვიდინფიცირების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი