აღდგომის ღამეს მეტროს მუშაობის საათები გახანგრძლივდა

ღდგომის ღამეს მეტრო თბილისში გახანგრძლივებული რეჟიმით იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქი მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც მოსახლეობას ინფორმაცია წარუდგინა 23, 24 და 25 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ განმარტა 24, 25 აპრილს 08:00 საათიდან 20:00-მდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს და უფასოდ მოემსახურება თბილისელებს.

„აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას და ეს ყველაფერი ძალიან გვიან მთავრდება. შესაბამისად, ადამიანები საჭიროებენ სახლში დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნეთ ჩვენს მოქალაქეებზე და ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კერძოდ, 23 აპრილს, ღამის თორმეტი საათიდან 24 აპრილის, დილის 04:00 საათამდე მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. გარდა ამისა, 24, 25 აპრილს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00-მდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს და უფასოდ მოემსახურება თბილისელებს.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ დიდუბიდან გაიყვანს. ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან იქნება ავტობუსები. საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე მეტროსადგურ დელისიდან იქნება ავტობუსები, რომელიც მოემსახურება თბილისში მცხოვრებ ადამიანს, ყველა იმ ადამიანს ვინც საჭიროებს გადაადგილებას. ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ მეტროსადგურ სარაჯიშვილიდან გაემგზავრება ავტობუსები. ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსები გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ.

ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩიდან", - განაცხადა კახა კალაძემ.