თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო

ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში Pençe Kilit, ერაყის ჩრდილოეთით, ბოლო 24 საათში განეიტრალებულია ტერორისტული ორგანიზაციის 19 წევრი, - ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს. თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში, ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იუწყება.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის  ჰულუსი აკარის განცხადებით, თურქულმა თვითმფრინავებმა და არტილერიამ იერიში მიიტანეს ერაყის ჩრდილოეთში, მეთინაში, ზაპისა და ავაშინ-ბასიანის რეგიონებში ქურთისტანის მუშათა პარტიის პოზიციებზე, შემდეგ კი ტერიტორიაზე სახმელეთო ჯარებითაც შევიდნენ. „ჩვენი ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს, ისე, როგორც დაგეგმილი იყო. მიზანი, რომელიც ოპერაციის პირველი ფაზის დროს დავისახეთ, განხორციელებულია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


ქურთისტანის მუშათა პარტიასა (PKK) და თურქეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 1984 წელს დაიწყო და 2015 წელს განახლდა. ერაყის ჩრდილოეთის მდებარეობს ქურთისტანის მუშათა პარტიის ბაზები, სადაც თურქეთი საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას ახორციელებს.