სერგეი ლავროვი: უკრაინაში სპეცოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება, რომლის მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სრული გათავისუფლებაა

ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მიზნად ისახავს, როგორც უკვე გამოცხადდა, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულ გათავისუფლებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა India Today-თან ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინაში სპეცოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება, რომლის მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სრული გათავისუფლებაა. ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მიზნად ისახავს, როგორც უკვე გამოცხადდა, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულ გათავისუფლებას. ეს ოპერაცია გაგრძელდება. ამ სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი ახლა იწყება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. 


ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის

უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს